ფოთში ენმ-ს ოფისს თავს დაესხნენ

“ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფანჯრები არის ჩამსხვრეული. გარედან არ ეტყობოდა, მაგრამ როდესაც შიგნით შევედით, აშკარაა, რომ რამდენიმეჯერ, 7-8-ჯერ აქვთ ნასროლი მძიმე საგანი.
ეს არ არის შემთხვევითი ან უამინდობის ბრალი, ეს არის სპეციალურად გაკეთებული. საპატრულო პოლიციაც მოსულია, კრიმინალურიც. ესაა ცენტრალური ქუჩა, სადაც ყველგან ვიდეოკამერებია და არ უნდა გაუჭირდეთ ამ ინციდენტის გამოძიება. მაგრამ სიმართლე გითხრათ, არანაირი იმედი არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ეს თვითონ ხელისუფლების წახალისებულია”. – თქვა ხომერიკმა გავრცელებულ ვიდეოში.