მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა

ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა.
პირველი მთავრობათაშორისო კონფერენცია დღეს, 25 ივნისს, ლუქსემბურგში გაიმართა. მოლდოვას პრემიერ-მინისტრი, დორინ რეჩაქნი წარმოადგენდა, ევროკავშირის დელეგაციას კი ბელგიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი. შეხვედრას ესწრებოდა ოლივერ ვარჰეი, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში.
“ვულოცავ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გარდამტეხი ნაბიჯის გადადგმას. მოლაპარაკებების გახსნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ორ წელში დასტურია, რომ მოლდოვისთვის მტკიცედ დგას დღის წესრიგში ევროკავშირის რეფორმების შესრულება. როცა ვხსნით ურთიერთობების ამ ეტაპს, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება გულმოდგინედ. მოლდოვისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია”, – განაცხადა ჰაჯა ლაბიბიმ კონფერენციის დასრულების შემდეგ.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად გაიხსნა სთანაც.
„როდესაც სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე დღეს ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას, ბევრმა თქვა, რომ ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა ოცნება. მაგრამ ჩვენ ეს ოცნება რეალობად ვაქციეთ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, მ.
ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას „ისტორიული მომენტი“ უწოდეს.
კანდიდატის სტატუსის შემდგომი ეტაპი — გაწევრიანების მოლაპარაკებები — არის ყველაზე გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესი, როცა მოიცავს ქვეყნის ე. წ. სკრინინგს და მოლაპარაკებებს ევროკავშირის წესებისა და კანონების კრებულის (Acquis Communautaire) ამჟამად 35 თავის მიხედვით.
მოლაპარაკების თავები 6 თემატურ ბლოკშია დაჯგუფებული, როგორიცაა საფუძვლები, შიდა ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე დღის წესრიგი და მდგრადი კავშირების რესურსები, სოფლის მეურნეობა და ერთიანობის პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები.
ყველა თავზე მოლაპარაკებების წარმატებით დახურვის შემდეგ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო და კანდიდატი ქვეყანა ხელს აწერენ გაწევრიანების ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება.
უკრაინამ ს სრულმასშტაბიანი აგრესიიდან 5 დღეში, 2022 წლის 28 თებერვალს გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. რამდენიმე დღეში იგივე გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამ. საქართველომ, უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ერთი წლის დაგვიანებით მიიღო კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებების გახსნას მიმდინარე წლის ბოლოს ელოდებოდა, თუმცა რუსული კანონის მიღების შემდეგ ეს პერსპექტივა შეჩერებულია.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი