კენიაში მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლი გახსნა, დაიღუპა სულ მცირე 10 დემონსტრანტი

კენიაში მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ბარიკადები გაარღვიეს, პოლიციამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 მომიტინგე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ნაირობიში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ათასობით კენიელი დეპუტატების მიერ ახალი საგადასახადო კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა და კანონპროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვდა.
საგადასახადო კანონპროექტის მიღების შემდეგ მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ბარიკადები გაარღვიეს.
სროლის შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო კაჭკაჭიშვილი – ხელისუფლებას ყველაზე დაბალი რეიტინგი თბილისში აქვს, სადაც ამომრჩეველთა მხარდაჭერა მათ მიმართ დაახლოებით 25%-ს შეადგენს, რაც ოპოზიციას აძლევდა შანსს, თბილისი მოეგო