რას გთავაზობთ ლიდერი დეველოპერული კომპანია “არქი” გამორჩეულ კურორტ ბაკურიანში

რბილი კლიმატი, თოვლიანი მთები და ტრასები, კაშკაშა მზე და უნიკალური ბუნება – ეს დაბა ბაკურიანია, გამორჩეული და პოპულარული კურორტი. ბაკურიანი იდეალური ადგილია ბუნებისა და სპორტის მოყვარულთათვის. იგი მთელ ამიერკავკასიაში ერთ-ერთ საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტად ითვლება. მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს თხილამურებით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. ასევე, საერთაშორისო აღიარების მომტანი იქნება ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელი 2025 წელს ჩატარდება ბაკურიანში. კურორტს ოთხივე სეზონზე აქტუალურობას უნარჩუნებს უნიკალური მიკროკლიმატი, გამაჯანსაღებელი ბუნება. ტურიზმის განვითარებასთან ერთად დღითიდღე იმატებს ბაკურიანში ინვესტირების, აპარტამენტის შეძენის მსურველთა რიცხვი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოგიყვებით, რას გთავაზობთ ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი ამ გამორჩეულ კურორტზე.
არქის დასრულებული, მაღალი დონის აპარტოტელი ბაკურიანში
Ბინები ბაკურიანში ხელმისაწვდომია არქის მულტიფუნქციურ, ევროპული სტანდარტის აპარტოტელში. არქი დიალოგ კოხტა ულამაზესი ბუნებითაა გარშემორტყმული, რომელსაც ყველა სეზონზე თავისი ხიბლი აქვს. აპარტოტელი ზამთარში იდეალურია თოვლზე სრიალის მოყვარულთათვის, რადგან ტრასა“კოხტადან“ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. ხოლო სხვა სეზონებზე წიწვოვანი ტყის, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დამსახურებით აპარტოტელი გამაჯანსაღებელ ფუნქციას იძენს. არქი დიალოგ კოხტაში ყველაფერია კომფორტული დასვენებისთვის:

ასევე დაგაინტერესებთ