ძალადობა ჟურნალისტებზე და ცენზურა პარლამენტში – ომბუდსმენის ანგარიში

ძალადობა ჟურნალისტებზე და ცენზურა საქართველოს პარლამენტში – საკანონმდებლო ორგანოში ლევან იოსელიანის ანგარიშს უსმენენ.
ომბუდსმენმა ყურადღება ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ამბების გარდა, ყურადღება გაამახვილა პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტების დასანქცირებაზეც ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ ს ინიციატივა ჟურნალისტების საქმიანობას ზღუდავს.
ვინაიდან პოლიტიკოსები არ სტუმრობენ იმ ტელევიზიებს, რომლის რედაქციასაც არ ეთანხმებიან, ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მათი მოვალეობა შეასრულონ და მათთვის სასურველი კითხვები დასვან პარლამენტში.
კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თვაისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. 23-24 წლებშ არაერთ შემთხვევაში მედიის ნაწილს შეეზღუდათ პარლამენტის შენობაში შესაბამისი წარმომადგენლის მეშვეობით მოვალეობის გაშუქების შესაძლებლობა. როგორც წესი, ცალკეული პოლიტიკოსები და მათ შორის, პარლამენტის წევრები არ სტუმრობენ კონკრეტულ მედიასაშუალებებს, რომელტა სარედაქციო პოლიტიკას არ ეთანხმებიან. ამის გამო ჟრნლაისტებს ხსენებული პირებისთვის სასურველი შეკითხვების დასმისა და მიღებული ინფორმაციის აუდიტორიისთვის მიწოდსების შესაძლებლობა გარკვეულ შემთხვევებში მხოლოდ პარლამენტის ტერიტორიაზე ეძლევათ.
ჟურნალისტებისთვის მსგავსი შესაძლებლობის შენარჩნება აუცილებელია მედიის ფუნქციით გათვალისწინებით, რაც საზოგადოების დარაჯის როლის შესრულებას გულიხსმობს, – თქვა იოსელიანმა

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ