გიორგი ვაშაძე ერთიანობის დეკლარაციაზე – უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა – ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა – დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს.
მისივე თქმით, მთავარი სამიზნე იქნება „საქართველოს რუსული ივანიშვილისეული რეჟიმისგან განთავისუფლება“.
„უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა ერთობლივად. პირველი: ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არცერთი ხმა 5%-ს ქვემოთ არ დაიკარგოს. მეორე: 8 ივლისამდე საბოლოო კონფიგურაციებზე ჩამოვყალიბდებით ოპოზიციურ ფლანგზე. მესამე: ყველაფერს გავაკეთებთ ხმის დაცვისთვის, ემიგრანტების მონაწილეობისთვის. აქ ორგანიზებულად ვიმუშავებთ. მეოთხე: ერთმანეთს თავს არ დავესხმებით, მთავარი სამიზნე იქნება საქართველოს რუსული ივანიშვილისეული რეჟიმისგან განთავისუფლება. მეხუთე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
აქ, ჩვენს გვერდით არიან ევროპელი პარტნიორები, რომლებიც ამ დისკუსიებში იღებდნენ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ“,-აღნიშნა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან.
„დღეის მდგომარეობით, ამ დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „გირჩი- მეტი თავისუფლება“; პარტია „ახალი“; „ლელო“; „დროა“; „სტრატეგია აღმაშენებელი“. დეკლარაციაზე მიერთების შესაძლებლობა მიეცემა სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მათი სურვილის შემთხვევაში“, – ნათქვამია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”