ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა

ოპოზიციის ბოიკოტი, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, მმართველი გუნდის განმარტებით, საპარლამენტო სივრცეში ოპოზიციის მიერ საკუთარი როლის დაკნინებაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ასეთი ქმედებებით ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლობას გამოხატავს.
„ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა. საზოგადოებამ, და განსაკუთრებით მათმა მხარდამჭერებმა, უნდა იცოდნენ – ესენი ბოიკოტს მხოლოდ იმიტომ აცხადებენ, რომ ეზარებათ, არ უნდათ საპარლამენტო საქმიანობის განხორციელება, მაგრამ პარალელურად, უნდათ, რომ აიღონ ხელფასები. ამიტომ, ეს არის მათი ალიბი ხელფასების ასაღებად. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულების გამო ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში მათმა ამომრჩეველმაც კი დაადოს პოლიტიკური სანქცია“, – მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
Previous: “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალის მნიშვნელობაზე საუბრისას, პოლონეთის ლიდერი გულისხმობდა არა აგრესორ რუსეთს, არამედ ამ ისტორიული პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ირაკლი კობახიძის ინიციატივით 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას ვაძლევთ

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა