როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის

როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის
ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ თუკი რაიმე სფერო შეიძლება არსებობდეს, რომელთა დაკავშირებითაც ობიექტური კვლევა შეიძლება ჩატარდეს, ყველაფერში მოწინავე პოზიციაზე ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ყველა რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მიმართულებით მოწინავე პოზიციაზე ვართ.
„ამის მიუხედავად, ვიღაცები გვეუბნებიან, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა. ყველა რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა მიმართულებით ვართ მოწინავე პოზიციაზე ოღონდ შემდეგ ზეპირსიტყვიერად კრიტიკა ისმის, რომ დემოკრატიული უკუსვლაა. როგორ შეიძლება რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი იმის თაობაზე, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციას არჩევნები არ სჭირდება, ამიტომაც არ აღიარებენ არასდროს არჩევნების შედეგებს. ძალიან კარგად იციან, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და მუდმივად არიან სხვა გზების ძიებაში. ეს გზები არის არაკონსტიტუციური

ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომელზედაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე მოწვევა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების და შესაბამისად, რაღაც სპეკულაციები ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით

ევროპის პარლამენტმა რეზოლუციით მოითხოვა დიქტატორ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი პატიმრობიდან გათავისუფლება – სააკაშვილისა, რომელიც ევროპულმა სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა