ZEG – Tbilisi Storytelling Festival

ZEG – ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 110-ზე მეტ მომხსენებელსა და 800–მდე სტუმარსუმასპინძლა. ფესტივალის მომხსენებლებს შორის იყვნენ: მარიარესა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში; გარიშტეინგარტი, The New York Times-ის ბესტსელერის ავტორი; ბაონგუენი, ემიზე ნომინირებული კინორეჟისორი, რომლის სახელსაც უკავშირდება დოკუმენტური ფილმები Bruce Lee-სა დამსოფლიოში ცნობილი ჰიტის We Are the World-ის შესახებ; ჯონიჰარისი, Emmy-ს ჯილდოს არაერთგზის მფლობელი,დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ბლოგერი; მოლი კრაბაპლი,არტისტი, რომლის ანიმირებული ფილმები Emmy-ზე სამჯერ იყონომინირებული; ჯო საბია, Vogue-ის საკულტო „73 Questions“ შემქმნელი; ვოლოდიმირ ერმოლენკო, უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, UkraineWorld.org-ის მთავარი რედაქტორი; გალენ ჰუქსი, ჯანეტ ჯექსონის, ჯასტინ ბიბერის, ბრიტნი სპირსის, აშერის, რიანას და სხვა მრავალი პოპვარსკვლავის ქორეოგრაფი; ადამ პინკუსი, კინოპროდიუსერი დაკრეატიული ხელმძღვანელი, Emmy-ს, Webby-ს, და Cannes Lion-ისჯილდოების მფლობელი; კრისტოფერ ვაილი, Cambridge Analitica-ის დატა სკანდალის ავტორი; პაკისტანელი უფლებადამცველის, მალალა იუსაფზაი–ს მშობლები და სხვა მრავალი მომხსენებელი.
ფესტივალის განმავლობაში, 6 სხვადასხვა სცენაზე გაიამართა მასტერკლასები, ვორქშოფები, პანელური დისკუსიები სესიებიისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, საქართველოსა თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, კონფლიქტების გავლენასამყაროს ფორმირებაზე, დემოკრატიული ს მნიშვნელობა, რუსული პროპაგანდა, ფილოსოფიის როლი ხელოვნური ინტელექტის ერაში, ჯენზის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში და მრავალი სხვა. არაერთი პანელური დისკუსია დაეთმო „რუსულ კანონს“, ქართველმა და უცხოელმა მომხსენებლებმა ისაუბრეს ამ კანონის უარყოფით გავლენაზე და მოსალოდნელ საფრთხეებზე დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართულებით.
ქალაქის სხვადასხვა ადგილას შემეცნებითი ტურები ჩაატარეს ქართველმა მოდერატორებმა ისეთი თემების გარშემო როგორიცაა, საქართველოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსული, თანამედროვე ქართული ხელოვნება, ტურის მონაწილეებმა ასევე იმოგზაურეს ნინო ხარატიშვილის რომანში “მერვე სიცოცხლე”. წელს პირველად ZEG-ის ერთ-ერთი სცენა დაეთმო არა მხოლოდ მომხსენებლებს, არამედ ღონისძიების სტუმარებსაც, „ღია მიკროფონზე“ თითოეულ დამსწრეს მიეცა შესაძლებლობა საკუთარი ამბავი ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინა.
23 ივნისს სამდღიანი ფესტივალი საზეიმოდ სუხიშვილების „ხორუმით“ დაიხურა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს