ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას აწერს ხელს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას აწერს ხელს. რო­გორც მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ერ­თი­ა­ნო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რა გუ­ლის­ხმობს ერ­თი­ა­ნო­ბას, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ასე­ვე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.
ამას­თან, მა­თი­ვე თქმით, პარ­ტი­ე­ბი ერ­თი­ა­ნო­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ა­ზე არა­უგ­ვი­ა­ნეს 8 ივ­ლი­სამ­დე შე­თან­ხმდე­ბი­ან.
“შეშ­ფო­თე­ბულ­ნი ვართ რა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი თავ­დას­ხმე­ბით ოლი­გარ­ქი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­თა­უ­რო­ბით, ასე­ვე მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბით, რო­მე­ლიც ემორ­ჩი­ლე­ბა ამა­ვე ოლი­გარ­ქს და უგუ­ლე­ბელ­ყოფს დე­მოკ­რა­ტი­ის ძი­რი­თად ფა­სე­უ­ლო­ბებს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხელს უშ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს მის­წრა­ფე­ბებს ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ;
ვერ­თი­ან­დე­ბით “ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ის“ გარ­შე­მო და ქარ­ტი­ის მიზ­ნე­ბის გარ­შე­მო, რო­გორც ეს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა. ვა­ცხა­დებთ, რომ გა­ვერ­თი­ან­დე­ბით მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, შემ­დე­გი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად: გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ოლი­გარ­ქი­ი­სა და მის მო­ნო­ბა­ში მყო­ფი პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის­გან; და­ვაბ­რუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში სწრა­ფი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე;
აღ­ნიშ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს, რათა გა­ვერ­თი­ან­დეთ და და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვოთ მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში. ამას გა­ვა­კე­თებთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ და იცა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალს.
იმი­სათ­ვის, რომ გა­ვი­მარ­ჯვოთ მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ში, ხელს ვა­წერთ ერ­თი­ა­ნო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ერ­თი­ა­ნო­ბას, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, ასე­ვე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. ხელ­მომ­წე­რე­ბი ვთან­ხმდე­ბით:
გა­ვაძ­ლი­ე­როთ ძა­ლის­ხმე­ვა მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, იმი­სათ­ვის, რომ არ და­ი­კარ­გოს არც ერთი სა­არ­ჩევ­ნო ხმა, რად­გან 5% ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა არ წარ­მო­ად­გენ­დეს პრობ­ლე­მას;
არა­უგ­ვი­ა­ნეს 2024 წლის 8 ივ­ლი­სამ­დე, მოვ­ნა­ხოთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცია ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბი­სა, რო­მე­ლიც მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნებ­ში;
ეთი­კუ­რი ფარ­გლე­ბის დაც­ვით გა­ვაგ­რძე­ლოთ ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგო­მი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა და მო­ვე­რი­დოთ ერ­თმა­ნეთ­ზე თავ­დას­ხმებს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და მის შემ­დეგ;
ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით და­ვუ­პი­რის­პირ­დეთ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრო­პა­გან­დას;
შევ­თან­ხმდეთ, ერ­თი­ა­ნი მმარ­თვე­ლი კო­ა­ლი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, “ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ა­ში“ მო­ცე­მუ­ლი პუნ­ქტე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად;
ავი­ღოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ახალ პარ­ლა­მენ­ტში არ მივ­ცეთ ხმა ისე­თი მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბას, რო­მელ­შიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას;
სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ერ­თი­ან საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს;
სტრა­ტე­გი­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­შე­მო გა­ვერ­თი­ან­დეთ საპ­რო­ტეს­ტო სა­მო­ქა­ლა­ქო მოძ­რა­ო­ბებ­თან და აქ­ტი­ვის­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ და კვლა­ვაც იბ­რძვი­ან დე­მოკ­რა­ტი­ის და­სა­ცა­ვად და სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ გზა­ზე და­საბ­რუ­ნებ­ლად;
მო­ვუ­წო­დოთ და მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­ვუ­კე­თოთ სა­ზღვარ­გა­რეთ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის მაქ­სი­მა­ლურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში და ვთხო­ვოთ პარტნი­ორ ქვეყ­ნებს არ­სე­ბუ­ლი პრო­ცე­სის ხელ­შე­წყო­ბა;
შევ­თან­ხმდეთ ძა­ლის­ხმე­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე, რათა და­ვიც­ვათ ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო ხმა და ხელი შე­ვუ­შა­ლოთ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას;
ვთხო­ვოთ და­სავ­ლელ პარტნი­ო­რებს, გა­მო­ი­ყე­ნონ ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რათა და­იც­ვან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ სა­მარ­თლი­ან და გამჭვირ­ვა­ლე არ­ჩევ­ნებ­ში, რად­გან ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მიზ­ნუ­ლად შე­ი­ზღუ­დოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ;
მო­ვუ­წო­დოთ OSCE/ODIHR-ს, ევ­რო­პარ­ლა­მენტს, ევ­რო­პის საბ­ჭო­სა და სხვა უწყე­ბებს, უზ­რუნ­ველ­ყონ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბა.
დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ამ დეკ­ლა­რა­ცი­ას ხელს აწე­რენ შემ­დე­გი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი: “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“; “გირ­ჩი- მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“; პარ­ტია “ახა­ლი“; “ლელო“; “დროა“; “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზე მი­ერ­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მა სხვა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­საც, მათი სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში“, – ნათ­ქვა­მია ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის” წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს

ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან – შტაინმაიერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ