– ულტრამემარჯვენე, ან ულტრამემარცხენე პარტია საფრანგეთში სამოქალაქო ომს გამოიწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ და მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხეს ქმნიან.
მაკრონმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „ნაციონალური გაერთიანების“ მანიფესტი და გადაწყვეტილებები დანაშაულისა და მიგრაციის პრობლემებთან გასამკლავებლად სტიგმატიზაციას და დაყოფას ეფუძნება.
„ვფიქრობ, რომ ულტრა მემარჯვენეების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები სრულიად მიუღებელია, რადგან ის ყოფს ადამიანებს მათი რელიგიის ან წარმომავლობის მიხედვით და სწორედ ამიტომ იწვევს განხეთქილებას და სამოქალაქო ომს“, – განაცხადა მაკრონმა.
მან ასევე გააკრიტიკა ულტრამემარცხენე პარტია La France Insoumise (LFI), რომელიც „ახალი სახალხო ფრონტის“ კოალიციის ნაწილს წარმოადგენს.
„მის უკანაც სამოქალაქო ომია, რადგან როცა ახდენთ ადამიანების კატეგორიზაციას მხოლოდ მათი რელიგიური მსოფლმხედველობის ან იმ საზოგადოების მიხედვით, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან, რაც გარკვეულწილად არის უფრო ფართო ეროვნული საზოგადოებისგან მათი იზოლაციის გამართლების საშუალება, ამ შემთხვევაში თქვენ გექნებათ სამოქალაქო ომი მათთან, ვინც არ იზიარებს იმავე ღირებულებებს“, – აღნიშნა მაკრონმა.
შეგახსენებთ, Ipsos-ის მიერ 19-20 ივნისს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების წინ, ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ 35.5%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ 29.5%-ით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი კი მესამე ადგილზეა ხმების 19.5%-ით.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილის მეუღლე – ალექსანდრე ტერორისტი არ არის, ის მთელი ცხოვრება ცდილობს თავის სამშობლოს სიყვარული აუხსნას – რაზეც პროცესზე თავად ისაუბრა, ჩემთვის დამაჯერებელია, არ მჯერა შეთქმულების თეორიების

გიორგი ბურჯანაძე – აქციებზე უსაშინლესი ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული, რამდენჯერმე ლამის გავითიშე, ყელის, თვალების წვას აღარ ვამბობ, ჩემი ჯანმრთელობა შეიცვალა – ივანიშვილის რაზმებმა ისტორიაში უპრეცედენტო წამება ჩაიდინეს!