ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა – დაიღუპა ერთი პოლიციელი, მეორე კი – დაშავდა

პოლიციის ესკორტი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს გერმანიაში ვიზიტის დროს აცილებდა, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ერთი გერმანელი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი – მძიმედ დაშავდა, – ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ შტუტგარტში მოხდა, სადაც BMW-ს მარკის ავტომობილი პოლიციელის მოტოციკლს შეეჯახა, რომელიც მეორე მოტოციკლს შეეჯახა.
61 წლის პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთისა და შოტლანდიის მატჩზე დასასწრებად იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა