ანტვერპენის მერიამ ისრაელური კომპანიისგან ელექტრომობილების შეძენაზე უარი თქვა

ბელგიაში, ანტვერპენის მუნიციპალიტეტმა უარი თქვა ელექტრო მანქანების მწარმოებელ ისრაელური კომპანიასთან თანამშრომლობაზე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მიერ პალესტინელების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენების გამო.
მერიის განცხადების თანახმად, გამოვლინდა ს კომპანიის EZRaider-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებები, რომლებიც რასისტულ და სიძულვილის შემცველ განცხადებებს შეიცავს პალესტინელების მიმართ.
ანტვერპენის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება EZRaider-თან შესყიდვის პროცესის შეჩერების შესახებ ერთხმად მიიღო.