,, შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის” – ბორელი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს:
,,დინამიკა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მინისტრების უმრავლესობაც ნათლად აცხადებდა, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება და თუ ქვეყნის ხელისუფლებამ არ შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, ქვეყანა ევროპულ გზას ვერ დაუბრუნდება. ნათლად და კონკრეტულად ვაცხადებ – კურსს თუ არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს ვერ მიაღწევს.
პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მისამართით მხარდაჭერას, რათა დეზინფორმაციას ებრძოლოს და საარჩევნო პროცესს მხარი დაუჭიროს. მე დავარიგე სპეციალური დოკუმენტი და სიტუაციის მონიტორინგს გავაგრძელებთ.
განვახორციელებთ ყველა საჭირო ზომას – შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის და გადავხედავთ ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზებსაც. ეს დაუყოვნებლივ მოხდება დაუყოვნებლივ. სიტუაციას დავაკვირდებით და გაუარესების შემთხვევაში დამატებით ზომებს მივიღებთ”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ