ნეთანიაჰუ: ღაზაში ოპერაცია სუსტდება, მაგრამ შემდეგი ომი ლიბანთან შეიძლება იყოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 24 ივნისს განაცხადა, რომ ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) წინააღმდეგ საომარი მოქმედების მიმდინარე ფაზა სუსტდება, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ დამატებით ძალებს გააგზავნის თავის ჩრდილოეთ საზღვართან იმისთვის, რომ წინ აღუდგნენ ლიბანის ჰეზბოლას.
ამ კომენტარიდან ჩანს, რომ დაძაბულობა შეიძლება გაიზარდოს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.
ნეთანიაჰუმ ამასთან განაცხადა, რომ ღაზაში ომს ბოლო არ უჩანს.
შარშან 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის მეომრები ისრაელს დაესხნენ თავს სასაზღვრო არეალში, რასაც 1200-მდე პირი ემსხვერპლა და 250 მძევლად აიყვანეს, აწარმოებს ომს ღაზის სექტორში ჰამასის განადგურებას მიზნით. პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის ოპერაციას 37 ათასი ადამიანი შეეწირა. ღაზის სექტორში განადგურდა ინფრასტრუქტურა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”