“ბიძინეც ჩაალაგებს ჩემოდნებს და გაფრინდება, ხოლო მისი ჯალათები მალე იპოვიან აქ ახალ ბატონს” – ცოტნე გამსახურდია

არ დაგავიწყდეთ, რომ სისტემის წინა მსხვერპლის, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიმყვანი პოლიციელი, ნაძირალა, ვინმე გოდერძი თევზაძე, ქოცების სასამართლომ გაამართლა… იგივე გოდერძი თევზაძემ ფიზიკურად იძალადა შვილმკვდარ დედაზე ბიჭუნას სიკვდილის შემდეგ. არც მაშინ ამოუღიათ “სამართალდამცავებს” ხმა…
და ყველას ყველაფერი შერჩება. ბიძინეც ერთ დღეს ჩაალაგებს ჩემოდნებს და გაფრინდება პარიჟში, ხოლო მისი ჯალათები მალე იპოვიან აქ ახალ ბატონს. ხალხსაც ყველაფერი დაავიწყდება, რადგან კუჭი და პიეტეტი ხელისუფლებისადმი ცხოვრების მთავარ საზრისად აქვს ქცეული.
კარგია, რომ ეს ბავშვები აღარ არიან აქ. ალბათ სადმე უკეთეს სამყაროში იპოვიან ადგილს, დაიკიდეთ მღვდლების ბოდვა…

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!