ევროკავშირმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლის საშუალება შეიმუშავა

ევროკავშირმა შეიმუშავა ლეგალური საშუალება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გვერდი აუაროს უნგრეთის ვეტოს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის საკითხზე, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, გვერდის ავლის გზა რთულია, როგორც ყველა სამართლებრივი გადაწყვეტა, მაგრამ მუშაობს.
Financial Times-ი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ასევე საშუალება მისცეს „დიდ შვიდეულს“, უკრაინას დეკემბრამდე 50 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყოს, რომელიც მომავალი შემოსავლებით უნდა დაფაროს.
უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლის გზას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე შეხვედრაზე განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!