ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე მიცკოსკის კანდიდატურა დაამტკიცა

ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტმა პრემიერმინისტრის პოსტზე ჰრისტიან მიცკოსკის კანდიდატურა დაამტკიცა.
120-მანდატიან პარლამენტში მემარჯვენე კანდიდატის, ჰრისტიან მიცკოსკის კანდიდატურას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, 22 კი წინააღმდეგი იყო.
მიცკოსკის თქმით, მთავრობის პირველადი პრიორიტეტები ახალი ინვესტიციების მოზიდვა, გადასახადების შემცირება და პენსიებისა და ხელფასების ზრდაა.
46 წლის ჰრისტიან მიცკოსკის ნაციონალისტურმა პარტიამ VMRO-DPMNE მაისში გამართულ არჩევნებში ხმების 43% მიიღო. შედეგად კი მისმა პარტიამ 58 მანდატი მიიღო და უმრავლესობის დამოუკიდებლად შესაქმნელად 3 მანდატი დააკლდა.
მთავრობის ჩამოსაყალიბებლად კი მიცკოსკის ალიანსმა (VLEN) ლიბერალურ პარტია ZNAM-თან და ეთნიკური მაკედონიელების პარტია DPSM-თან კოალიცია შექმნა.