სამხრეთ კორეაში, ბატარეის ქარხანაში ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეის ქალაქ ჰვასონში ლითიუმის ბატარეების მწარმოებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ს ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი ბატარეის საწყობში მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ადგილობრივ სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორის მდგომარეობა მძიმეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: დაინტერესებულებს კი, დიდი ივანე მაჩაბლის, აწ უკვე მიწასთან გასოწრებული და გამქრალი ნასახლარიც შემიძლია ვაჩვენო, ლიახვისაკენ ხეითის ჩასახვევთან… მაგ საყდართან დახვრიტეს პირველი ქართველი ბიჭი!