სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია 24%-ით გაიზარდა – ბაზრის 70% ორ კომპანიას უჭირავს

2024 წლის პირველ კვარტალში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 29.1 მლნ. ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 23.5 მლნ ლარი იყო.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „ დაზღვევა“ ლიდერობდა, მას ბაზრის თითქმის ნახევარი (44%) ეჭირა, რომელიც 12.7 მლნ ლარს შეადგენდა.
მეორე ადგილზე 7.6 მლნ ლარით „ალდაგი“ იყო, მას ბაზრის 26% ეკავა. მესამე და მეოთხე ადგილებს კი „იმედი L“ და „ჯიპიაი“, შესაბამისად 4 მლნ ლარით და 1.5 მლნ ლარით იკავებდა. ხუთეულს „ევროინს ჯორჯია“ ასრულებს, კომპანიას 1.4 მლნ ლარი ჰქონდა მოზიდული.
2024 წლის 3 თვის შედეგებით, 2024 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 398 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი.
2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.