Milliyet: მიქაუტაძის თამაშით მოხიბლულმა მოურინიომ ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა

Milliyet-ის ცნობით, “ფენერბაჰჩეს” ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს დიდი ყურადღებით აკვირდება და გიორგი მიქაუტაძის თამაშით მოიხიბლა.
გამოცემის მტკიცებით, მოურინიომ სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობას “მეცის” ბომბარდირის შეძენა მოსთხოვა, რომელიც ევრო 2024-ის ვარსკვლავია.
მიქაუტაძით აგრეთვე “ლიონი”, “მარსელი”, “რენი” და გალათასარაი” არიან დაინტერესებული, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, “მეცი” კი 20 მილიონად აფასებს.
“ფენერბაჰჩემ” თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.