თუ რომელიმე სექტორული დახმარებით გარკვეული გრანტები შემოდის და მართლაც კარგ საქმეს ხმარდება, უფრო მეტი თანხა ხმარდება ქვეყნის რყევას, რევოლუციების მოწყობას
თუ რომელიმე სექტორული დახმარებით გარკვეული გრანტები შემოდის და მართლაც კარგ საქმეს ხმარდება, უფრო მეტი თანხა ხმარდება ქვეყნის რყევას, რევოლუციების მოწყობას, – ასე უპასუხა „იმედის კვირას“ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ამერიკის ელჩის მინიშნებას, თუ რამდენი გააკეთა 32 წლის განმავლობაში აშშ-მ საქართველოსთვის.
„ჯერ ერთი ის, რომ ეს 6 მილიარდი არ არის 6 მილიარდი და სარგებელში წასული ფული პრაქტიკულად, არის მასკირება უფრო დიდი უსარგებლობის გადასაფარად. ანუ, თუ რომელიმე სექტორული დახმარებით გარკვეული გრანტები შემოდის და მართლაც კარგ საქმეს ხმარდება, უფრო მეტი თანხა ხმარდება ქვეყნის რყევას, რევოლუციების მოწყობას. არაერთი პირდაპირი გაკვეთილი ვნახეთ ახალგაზრდებისთვის იარაღის მოხმარების შესწავლის. როდესაც ამ გაურკვეველი ექვსი მილიარდიდან, ჩვენი დათვლებით, 4 მილიარდიც არ არის დახარჯული და აქედან, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 700 მილიონი არის სწორედ იმ არასამთავრობო სექტორზე წასული და მიწოდებული, მათ ჯიბეებში გატარებული, რომელიც არის ძირითადი, ასე ვთქვათ, დესტრუქციული ძალა”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/befunky-collage_______-T82mcM-300x176.jpeg)