პეპე: საქართველოსთან მწვრთნელი საუკეთესო ფეხბურთელებს შეარჩევს

პორტუგალიის ნაკრების გამოცდილმა მცველმა პეპემ კომენტარი გააკეთა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის ბოლო ტურზე, სადაც მისი გუნდი საქართველოს დაუპირისპირდება.
პორტუგალიურ მედიაში არსებობს მოლოდინი, რომ მათი ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი როტაციას მიმართავს და შანსს იმ ფეხბურთელებსაც მისცემს, რომლებსაც პირველი ორი ტურის განმავლობაში ბევრი არ უთამაშიათ. მწვრთნელმაც დაადასტურა, რომ როტაციას ნამდვილად აპირებს.
პორტუგალიის ნაკრები F ჯგუფში პირველ ადგილზე უკვე გავიდა, საქართველოსთან რომც წააგოს მაინც. შესაბამისად მარტინესს საშუალება აქვს ბოლო ტურში ლიდერები დაასვენოს.
“მწვრთნელი აუცილებლად შეარჩევს საუკეთესო ფეხბურთელებს. ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ და გამარჯვებები კვლავ გვსურს, სწორედ ეს ალამაზებს ამ თამაშს. ჩვენ ყველა თამაშზე ვცდილობთ გაუმჯობესებას და ეს არც საქართველოსთან იქნება განსხვავებული”, – განაცხადა პეპემ, რომელიც 41 წლის არის და ეროვნული ნაკრების მაისური 138-ჯერ აქვს მორგებული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ