ბაიდენი უკრაინას NATO-ს წევრობას არ უნდა დაჰპირებოდა – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ს მხრიდან უკრაინისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაპირება შეცდომა იყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი ამერიკულ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა.
“უკვე 20 წელია მესმის, რომ თუ NATO-ში გაწევრიანდება ეს სთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ეს დიდი ხნის განმავლობაში მესმოდა და ვფიქრობ სწორედ ამ მიზეზით დაიწყო ომი”,- განაცხადა ტრამპმა.
-ს 45-ე პრეზიდენტმა გააკრიტიკა ჯო ბაიდენის პოზიციები მიმდინარე ომთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი შეცდომა ის იყო, რომ ეს უკანასკნელი უკრაინას NATO-ში გაწევრიანებას დაჰპირდა.
ამასთანავე ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა ის, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.
“4 წლის განმავლობაში არავის უთქვამს, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, ეს არასდროს მოხდებოდა, რუსეთი არ აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას. როგორც კი მე თეთრი სახლიდან წავედი, რუსებმა უკრაინის საზღვარზე ჯარების განლაგება დაიწყეს”,- ამბობს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება