ქობულეთსა და ბათუმს სტიქიამ პრობლემები შეუქმნა

უამინდობამ პრობლემები შექმნა ქობულეთში. სტიქიის შედეგად დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა. ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს გადახადა სახურავი. დაზიანებულია ელექტროსადენები.
მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა ენერგოპრო ჯორჯიაში განმარტავენ, რომ ჯგუფები გასულია დაზიანებებზე და ეტაპობრივად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ბათუმში კი, შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია. წყალმა დააზიანა ბულვარის ინფრასტრუქტურა. სკამები, ჯიხურები. ახალი ბულვარის ნაწილი დაიტბორა, სასეირნო ზოლი და ველობილიკი ქვიშით და ქვებითაა დაფარული.
დატბორილია ქუჩებიც. ზარალი მოგვიანებით დაითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ