ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, E ჯგუფში, ბელგიამ რუმინეთი 2:0 დაამარცხა.
ამ ჯგუფში ვითარება საკმაოდ დაძაბულია, რადგან ოთხივე ნაკრებს 3-3 ქულა აქვს და ყველაფერი 26 ივნისს, ბოლო ტურში გადაწყდება, როდესაც ბელგია უკრაინას, ხოლო რუმინეთი სლოვაკეთს დაუპირისპირდება.
ბელგია – რუმინეთი 2:0
გოლები: 1:0 ტილემანსი (2), 2:0 დე ბრუინი (80)
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/06/mamardashvilis-rcheuli_w_h-300x169.jpeg)