,, ამ კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ ბუდუს გარშემო სახელისუფლებო მედიაში ცენზურა არსებობს” – ბექა

ასოცირებული პროფესორი, ბექა :
,,დეტალი, მაგრამ მნიშვნელოვანი:
სრულად ვუყურე სანიოლის პრესკონფერენციას. ჰკითხეს, რატომ გაიყვანა საბა კვერკველია, რას ფიქრობს კვარაზე, რა უთხრა ლობჟანიძეს, მაგრამ კაციშვილს არ უკითხავს რატომ შემოიყვანა ქვილითაია და არა ბუდუ.
განა იმიტომ უნდა ეკითხათ, რომ “კოლექტიურ ნაცებს” ბუდუ ევასებათ ან რამე სხვა პიროვნულია. არა, ფეხბურთელი, რომელსაც მუდამ გააქვს გოლი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა საქართველოს ევროპაზე გაყვანაში და რომლის ადგილი სულ იყო მინიმუმ შეცვლაზე შემომსვლელთა შორის, დარჩა სკამზე და მის ნაცვლად შემოვიდა ქვილითაია.
სუფთა სპორტული თვალსაზრისით, ეს აღძრავდა კითხვას, რომელიც სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა არ დასვეს.
ამ კითხვის არ დასმით, რომელიც სულ მინიმუმ თვითცენზურაა, უფრო მწვავედ დაისვა ჩემს თავში კითხვა – ეს ყველაფერი მართლა პოლიტიკური ხომ არ არის?
შეიძლება არის, შეიძლება არა, მაგრამ ამ კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ ბუდუს გარშემო სახელისუფლებო მედიაში ცენზურა არსებობს.“

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ