H&M რუსეთში თავისი იურიდიული პირის ლიკვიდაციას ახორციელებს

რუსეთში H&M-ის მთავარმა იურიდიულმა პირმა შპს H&M-მა კომპანიის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ს ფედერაციის იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.
რუსული სააგენტოს ცნობით, ლიკვიდაციის საკითხი ორშაბათს, 17 ივნისს დამტკიცდა. 2020 წლიდან რუსული შპს-ს ერთადერთი მფლობელი შვედური H&M Hennes & Mauritz-ია.
H&M ჯგუფმა, რომელიც ბრენდებს H&M, COS, Monki, Weekday, ARKET და Afound და ისევე როგორც H&M Home-ის საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიების ქსელს ფლობს, დროებით შეწყვიტა გაყიდვები რუსეთში 2022 წლის მარტში, მას შემდეგ რაც რუსეთი ში შეიჭრა.