ქუთაისში 2 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა – ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მესამე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. 2 წლის გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “მთავარ არხთან” თვითმხილველებმა თქვეს, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ბავშვი ჯერ მეზობლის აივნის სახურავს დაეცა, შემდეგ კი ძირს დავარდა.
“საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბედნიერები ვართ, რომ პატარას სიცელქე ტრაგედიით არ დასრულდა”, -ამბობს მედიასთან თვითმხილველმა.

ასევე დაგაინტერესებთ