მინსკი 2-ის შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, ხელი მოაწერა უკრაინის მთავრობამ, გარანტირებული იყო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ და იცით რა? ამ შეთანხმებას დასცინოდნენ აშშ-ის მთავრობის შიგნით
ჩვენ დავამხეთ მთავრობა უკრაინაში იმ დაპირების საპირისპიროდ, რაც ევროკავშირმა გასცა და სხვათა შორის, ამ შეთანხმების მონაწილეები იყვნენ რუსეთი, აშშ და ევროკავშირი. აშშ-მა კი რამდენიმე საათის შუალედში, მხარი დაუჭირა სახელმწიფო გადატრიალებას, – ამის შესახებ, ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა, ტელეწამყვან პირს მორგანის გადაცემაში ისაუბრა.
საქსმა მინსკის ხელშეკრულების შესახებ ისაუბრა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერაც ჰქონდა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით ომი უნდა დასრულებულიყო, თუმცა, აშშ-ის მთავრობის შიგნით მინსკი 2-ის შეთანხმებას დასცინოდნენ.
მისი თქმით, აუცილებელია რუსეთი და აშშ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და შეთანხმდნენ პირობებზე, მაგალითად, ამერიკამ უარი უნდა თქვას სხვა ქვეყნებში მთავრობების დამხობაზე, რუსეთმა კი უნდა აღიაროს დადგენილი საზღვრები.
„2015 წელს, რუსებს არ უთქვამთ, რომ მათ დონბასის ტერიტორია უნდოდათ, მათ თქვეს, რომ მშვიდობა უნდა დამყარებულიყო მოლაპარაკებების მეშვეობით. მოლაპარაკებები აღმოსავლეთ უკრაინის ეთნიკურ რუსებსა და კიევის ახალ რეჟიმს შორის მინსკი 2-ის შეთანხმებამდე მივიდა. მინსკი 2-ის შეთანხმებას გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი, მას ხელი მოაწერა უკრაინის მთავრობამ. ის ცალსახად გარანტირებული იყო გერმანიისა და საფრანგეთის მიერ. და იცით რა? როგორც პირადად ამიხსნეს, რომ მას დასცინოდნენ აშშ-ის მთავრობის შიგნით. და ეს მას შემდეგ, რაც გაეროს უშიშროების საბჭო ერთხმად დაეთანხმა ამ შეთანხმებას. უკრაინელებმა თქვეს, რომ არ გვინდა მივცეთ ავტონომია რეგიონს, მაგრამ ეს ხელშეკრულების ნაწილია, აშშ-მა მათ უთხრა, ამაზე არ ენერვიულათ.
ანგელა მერკელმა თავის ცნობილ ინტერვიუში Die ZEIT-თან, 2022 წლის ესკალაციის შემდეგ თქვა, რომ მათ იცოდნენ, მინსკი 2 მხოლოდ უკრაინისთვის დროის მიცემის ნიმუში იყო, რათა მისთვის მიეცათ დრო, რომ ძალები განემტკიცებინა. არა, მინსკი 2 იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერთხმად მიღებული შეთანხმება, რომელსაც ომი უნდა დაესრულებინა. ასე რომ, როდესაც საქმე მიდგება იმაზე, ვინ არის სანდო, ვის დავუჯერო და ა.შ., ვფიქრობ, ჩემი პრობლემა არის ის, რომ მე ვიცნობ აშშ-ის მთავრობას, ვიცნობ ძალიან კარგად. მე მათ ერთი წუთითაც კი არ ვენდობი.
მინდა, რომ ეს ორი მხარე რეალურად დაჯდეს მთელი მსოფლიოს წინაშე და თქვას, რომ ეს არის პირობები. ჩვენ აღარ ვაპირებთ მთავრობების დამხობას უნდა თქვას შეერთებულმა შტატებმა. რუსეთმა უნდა თქვას, რომ ჩვენ არ გადავალთ 1 ფუტითაც კი იმ საზღვრიდან რაც დადგინდება. ნატო არ გაფართოვდება. მოდით, მთელმა მსოფლიომ ნახოს, რომ შეთანხმებები ათასში ერთხელ, რეალურად მოქმედებს.“ – განაცხადა ჯეფრი საქსმა.