მსოფლიო ჩემპიონი გამარჯვებით იწყებს – კოპა ამერიკაზე არგენტინამ კანადა დაამარცხა [VIDEO]

2024 წლის კოპა ამერიკა A ჯგუფში არგენტინისა და კანადის დაპირისპირებით გაიხსნა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს.
49-ე წუთზე თავი ხულიან ალვარესმა გამოიჩინა, 88-ე წუთზე კი ლაუტარო მარტინესმა ლიონელ მესის პასით ისარგებლა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ჯგუფის მეორე მატჩი ჩილესა და პერუს შორის 22 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.
არგენტინა მომდევნო შეხვედრას 26 ივნისს, ჩილეს წინააღმდეგ გამართავს.