სომხეთმა პალესტინის სახელმწიფო აღიარა

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში “ორი სახელმწიფოს” პრინციპს.
სომხეთი ადასტურებს თავის ერთგულებას საერთაშორისო სამართლის და თანასწორობის, სუვერენიტეტისა და ხალხების მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი და ცნობს პალესტინის სახელმწიფოს.
ერევანი გმობს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლებად აყვანას, უერთდება საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას მათ უპირობო გათავისუფლებაზე.
პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 140-ზე მეტს.

ასევე დაგაინტერესებთ