კრიშტიანო რონალდომ საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე პორტუგალიის ნაკრები სამ სიტყვაში აღწერა

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით თავისი ქვეყნის ნაკრები სამი სიტყვით აღწერა.
“ერთობა, ფოკუსირება და თავდება”, – წერს “ალ ნასრის” შემტევი და ვარჯიშზე კეპლერ პეპესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში პორტუგალია ჩეხეთთან და თურქეთთან ერთად საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე.
რონალდომ და კამპანიამ ჯგუფის პირველი მატჩი დაძაბულ შეხვედრაში ჩეხეთს 1:0 მოუგეს.