მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე მოძრაობა განახლდა. ტაბულას ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
დღეს, 21 ივნისს დილის საათებში მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში მგზავრი გადავარდა, რის გამოც, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა მთლიანად შეჩერდა. მგზავრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს და კლინიკაში გადაიყვანეს.