ბაღდათში სტიქიამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

ბაღდათში სტიქიამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. უხვი ნალექის შედეგად მდინარე ხანისწყალი ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი დააზიანა, ასევე დაზიანებულია სხვა საგზაო ინფრასტრუქტურა.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის შესწავლა, მოგვიანებით დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.