რა განაპირობებს საქართველოში თხილის არასტაბილურ წარმოებას და დაბალ მოსავლიანობას

საქართველოში თხილის წარმოება არასტაბილურია, მოსავლიანობა კი დაბალია – ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ კაკლოვანი კულტურების ბაზრის მიმოხილვაში წერია.
საქართველოში თხილის ნარგავი ფართობი 45 ათასამდე ჰექტარია ოფიციალურ 58.8 კადასტრით, ხოლო „საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიხედვით, თხილი 70-72 ათას ჰექტრამდეა გაშენებული.
საქართველოს თხილის სექტორში არის ძალიან მაღალი ფრაგმენტაცია:
· თხილის ბაღების დიდი ნაწილი მცირე ზომისაა
· 65,000 მოსახლის მფლობელობაშია დაახლოებით 44,000 ჰექტარი, აქედან 31,000 მწარმოებელი საშუალოდ 0.2-0.5 ჰექტარს ფლობს.
Galt & Taggart-ში თხილის წარმოების არასტაბილურობას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან.
„საქართველოში ძირითადად თხილის ჯიში- „ანაკლიური“ იწარმოება და ამასთან, წარმოება საკმაოდ მერყევია; 2018 წლამდე ვარდნა ფაროსანას უკავშირდება, ხოლო 2022-23 წლებში წარმოების ვარდნა ასახავს მომატებულ ნალექს და სხვა არახელსაყრელ გარემოებებს“, – განმარტებულია მიმოხილვაში.
საქართველოში თხილის მოსავლიანობა დაბალია. კონკრეტულად კი 1 ჰა-ზე 0.62 ტონა თხილი მოდის. ამ მაჩვენებლით საქართველო მკვეთრად ჩამორჩება თურქეთს (1.03), აზერბაიჯანს (1.40) და მსოფლიო საშუალოს (1.13). მოსავლიანობის მსოფლიო საშუალომდე მომატების შემთხვევაში, საქართველოს აქვს წარმოების გაორმაგების პოტენციალი.
Galt & Taggart-ის მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ დაბალი მოსავლიანობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული:
· 2022 წელს დაბალი მოსავალი უკავშირდება მომატებულ ნალექს მოსავლის მოკრეფის პერიოდში. აღნიშნულის შედეგად, თხილში იმატებს წყლის შემცველობა, რაც შემდგომში პროდუქტს აფუჭებს.
· დაბალი მოსავლიანობის კიდევ ერთი მიზეზი ნერგების არასწორი მოვლა და სასუქის არ გამოყენებაა. სასუქებს უდიდესი გავლენა აქვს წარმოების მოცულობაზე და ხარისხზე, შეწამვლა კი ფაროსანის ეფექტის უარყოფით ზეგავლენას ამცირებს.
· ასევე, აღსანიშნავია თხილის წარმოების ფრაგმენტაცია, რაც წარმოებისთვის განაპირობებს.

ასევე დაგაინტერესებთ