„კომერსანტის თემის“ ეთერში საუბრისას Rea investment-ის დამფუძნებელმა ირმა მახარაძემ განაცხადა, რომ ბათუმში მიწების დიდი ნაწილი უკვე ათვისებულია მშენებლობის კუთხით. მისივე თქმით, ამ ფონზე წელს მოთხოვნა გაიზარდა ისეთ ლოკაციებზე, როგორიცაა ქობულეთი, ჩაქვი და ციხისძირი.ირმა მახარაძემ აღნიშნა, რომ მოცემულ ტერიტორიებზე ძირითადად რეზორტული ტიპის კომპლექსები ვითარდება.„ბათუმში მიწების ძალიან დიდი ნაწილი უკვე ათვისებულია. შესაბამისად, ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით 2026 წლიდან ინტერესი გადავიდა ქობულეთის, ჩაქვისა და ციხისძირის მიმართულებით. ძირითადად დიდი რეზორტული ტიპის კომპლექსების მშენებლობა ამ კუთხით მიმდინარეობს. როგორც უკვე ვახსენე, ამ ტერიტორიებზე ვხვდებით რეზორტული ტიპის კომპლექსებს და ლოგიკურად მათი მასშტაბიც მაღალია. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში განაპირობებს აღნიშნული ობიექტების მაღალ ფასსაც“, – განაცხადა ირმა მახარაძემ.
