პრემიერი – ჩინეთი ევროკავშირისა და აშშ-სთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია, ასეთ პირობებში საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკა ორმაგი სტანდარტია, რაც აბსოლუტურად მიუღებელია

ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი; როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკას, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი მ აღნიშნა, ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია.
„რაც შეეხება -ის ელჩს, მე კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო პირადად მის მიმართ პატივისცემა და იმედი მაქვს, რომ ის დადებით წვლილს შეიტანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში.
რაც შეეხება ზოგადად ჩინეთის თემას, ვფიქრობ, რომ აქაც არის აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულება კონკრეტული პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. რეალურად, ყველამ იცის, რომ ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი. როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს კრიტიკას ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ჩვენთვის ასეთი ორმაგი სტანდარტი აბსოლუტურად მიუღებელია. ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი პირობაა სამართლიანობა, სამართლიანი შეფასებები. სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ უსამართლო შეფასებებს იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც დგამს ჩვენი სახელმწიფო. ეს ნაბიჯები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებას და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გავაგრძელებთ შესაბამისი მიმართულებით მომავალშიც მოქმედებას. ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა არის კონტრპროდუქტიული იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები ჩვენსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა