მუდრიკი სკანდალში გაეხვია – უკრაინელი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, მოსკოვში მყოფ რუს გოგონას სიყვარულს ეფიცება და დაბადების დღეს მას ასე ულოცავს [PHOTO]

უკრაინის ნაკრებისა და ლონდონის “ჩელსის” შემტევი მიხაილო მუდრიკი სკანდალში გაეხვია. ამის შესახებ Sport24.ua წერს.
23 წლის ფეხბურთელმა, სავარაუდოდ, მოსკოვში მყოფ რუს ლამაზმან ვიოლეტა გრაჩევას მდიდრული თაიგული გაუგზავნა და სასიყვარულო წერილიც მისწერა.
“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო სიყვარულო. MM”, – ნათქვამია ჩანაწერში. აღსანიშნავია, რომ MM არის მიხაილოს ხელმოწერა.
აღსანიშნავია, რომ გრაჩევა მუდრიკზე თითქმით 8 წლით უფროსია. მუდრიკი მას სასიყვარულო კომენტარებს სოციალურ ქსელში წარსულშიც უწერდა.
გასული წლის ბოლოს წყვილი ლონდონის თავზე ვერტმფრენით გადაფრინდა, რაც მათი რომანის შესახებ ჭორების საწინდარი გახდა.
სერიოზულად! არ შეიძლება იმპლანტები ისეთი მსუბუქი მასალისაგან გაკეთდეს, რომ პატრონი წყალში არ ჩაიძიროს! ე. ი. ერთი გასროლით 2 კურდღლის დაჭერა – თან მსუბუქი ჟანრი და თან უსაფრთხოება წყალზე…