ჰელსინკის კომისიაში რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონებზე იმსჯელებენ, მათ შორის საქართველოზე აქცენტითაც

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელით არის ცნობილი, დღეს, 20 ივნისს გაიმართება ბრიფინგი „უცხოური აგენტის“ კანონმდებლობის შესახებ, საქართველოზე, ყირგიზეთზე, სლოვაკეთსა და უნგრეთზე განსაკუთრებული აქცენტით.
ჰელსინკის კომისია აწყობს როგორც საჯარო, ისე თანამშრომლების ბრიფინგებს ექსპერტ-მომხსენებლებთან ერთად ეუთო-სთან დაკავშირებულ საკითხებზე. დღევანდელი ბრიფინგის მომხსენებლები იქნებიან ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა ცენტრის უფროსი იურიდიული მრჩეველი იასმინ კამერონი, კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი და „ს მეგობრების“ თავმჯდომარე მარტინა ჰრვოლოვა.
„2012 წელს რუსეთმა მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რომელიც არაერთგზის გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დარბევის, ორგანიზაციების დახურვისა და დისიდენტების დასაპატიმრებლად. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა ქვეყნებში გავრცელდა რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონები, რომლებიც, გამართლებულია უცხოური დაფინანსებისა და გავლენის გამჭვირვალობის სახელით, მაგრამ სინამდვილეში გამოიყენება სამოქალაქო საზოგადოების კონტროლისა და შეზღუდვისთვის“, — ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ ანონსში.
ჰელსინკის კომისია ხაზს უსვამს, რომ ამ კანონმდებლობის მიღება ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და ს დამკვირვებლების მზარდი რეპრესიების გარემოში და ხშირად მიემართება -ისა და ევროპის მხარდაჭერილ სამოქალაქო საზოგადოებას.
„მთავრობები ტყუილად აცხადებენ, რომ მათი კანონები ჰგავს გამჭვირვალობის ან ლობირების კანონებს შეერთებულ შტატებსა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში“, — აცხადებს ჰელსინკის კომისია.
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო ვილსონი ამავდროულად არის MEGOBARI აქტის ინიციატორი. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას, თუ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს შეწყვეტს და „ოცნების“ წარმომადგენელთა სანქცირებას წინააღმდეგ შემთხვევაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „სამართლიანი არჩევნების“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ ყალბი პარალელური დათვლის შედეგების გავრცელებით კინაღამ ააყირავა მდგომარეობა საქართველოში, ახლა მოკალათებულია ევროპულ ორგანიზაციაში და კარიდან გაშვებული, ფანჯრიდან გვიძვრება უკან

შალვა პაპუაშვილი – რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი იყენებს, ანარეკლია ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიისა- როგორც ჩანს, მათგან სწავლობს, როგორ ელაპარაკოს ხალხს