ნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს – რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

ნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს – რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]
იტალიური წამყვანი გამოცემები ს მეუღლის, ნიცა თავაძის გუშინდელ Instagram Story-ს სურათებს ეხმაურებიან.
თავაძემ 5 ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ქმრის “ნაპოლიში” წარმატების მომენტებია აღბეჭდილი.
ამ ფოტოებმა “პარტენოპეის” ფანებსა და ადგილობრივ ჟურნალისტებს საბაბი მისცა, ეფიქრათ, რომ ეს შესაძლოა, გუნდში ს დარჩენის ნიშანი იყოს.
მაგალითისთვის, calcionews24 აღნიშნავს, რომ ნიცას ეს ჟესტი შესაძლოა, კონტრაქტის განახლების საწინდარი იყოს. ამავე საკითხზე წერენ Calcionapoli და Arenanpoli-ც.
მოგეხსენებათ, კვარაცხელიას აგენტმა და მამამ განაცხადეს, რომ მათ უნდათ, ხვიჩამ “ნაპოლი” დატოვოს. თავად ფეხბურთელმა კი Sky-სთან საუბარში აღნიშნა, რომ
მომავალზე გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მიიღებს.