საქართველოში ტურისტები ყველაზე ხშირად თბილისს სტუმრობენ – ტოპ 10 ადგილი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ყველაზე მონახულებადი ადგილი თბილისია. პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებიდან 54.4% სწორედ დედაქალაქზე მოდიოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოელი ტურისტების მიერ საანგარიშო პერიოდში ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილებს შორის მეორე , კვარიათი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვებია. მათი წილი მთლიან ვიზიტებში 32.3% იყო.
ყველაზე მონახულებადი ადგილების ათეული და მათი წილი მთლიან ვიზიტებში პროცენტულად ასე გამოიყურება:
· თბილისი – 608 123 ვიზიტორი (54.4%)
· ბათუმი, კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა – 361 349 ვიზიტორი (32.3%)
· გუდაური – 153 124 ვიზიტორი (13.7%)
· ყაზბეგი, გერგეტის სამების ეკლესია და სხვა – 72 998 ვიზიტორი (6.5%)
· მარნეული – 74 705 ვიზიტორი (6.7%)
· ქუთაისი, გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, წყალტუბოს გამოქვაბულები და სხვა – 65 581 ვიზიტორი (5.9%)
· მცხეთა (სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე, სამთავრო, პომპეის ხიდი და სხვა) 47 395 ვიზიტორი (4.2%)
· ბორჯომი (ლიკანი, მინერალური წყლები, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი, ეროვნული პარკი და სხვა) 46 085 ვიზიტორი (4.1%)
· ბაკურიანი (კოხტაგორა, დიდველი და სხვა) 43 469 ვიზიტორი (3.9%)
· სიღნაღი (ბოდბის მონასტერი და სხვა ) 38 865 ვიზიტორი (3.5%)
წყარო: bpn.ge