ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე მშპ/საშუალო შემოსავალი 5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში, – ამის შესახებ ინფორმაციას ISET Policy Institute ავრცელებს.
trading economics-ის GDP per capita-ს (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) რეიტინგში, 198 ქვეყანას შორის, საქართველო 79-ე ადგილზეა 17 078 მშპ-თი. სიის სათავეში შვეიცარია (90 057მშპ), სინგაპური (67360) და აშშ-ია (62789). ოცეულშია: ავსტრალია, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, კანადა, გერმანია, საფრანგეთი, ევროზონა, იაპონია, სამხრეთ კორეა, იტალია, ესპანეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი, არგენტინა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი.
რეგიონში საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს უსწრებს, თუმცა რუსეთსა და თურქეთს ჩამორჩება.
სომხეთი 81-ე ადგილზეა; აზერბაიჯანი – 88-ზე; რუსეთი – 58-ზე, თურქეთი – 52-ზე.