„ევროპული სკოლის“ მოსწავლეების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადებზე

Genius ოლიმპიადამ, რომელსაც როჩესტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტი მასპინძლობდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასზე მეტ უფროსკლასელს მოუყარა თავი. საქართველოს გუნდი, რომელსაც „ევროპული სკოლის“ რობოტიკის მასწავლებელი დავით ნოზაძე ხელმძღვანელობდა, რობოტიკის კატეგორიაში ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს „ევროპული სკოლის“ რობოტიკის კლუბის წევრებმა ნატალი ნოზაძემ (მე-8 კლ.) და ნიკოლოზ დანელიამ(მე-9 კლ.).
მონაწილეობის სერტიფიკატები გადაეცათ „ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს: ანა ნოზაძეს(მე-10კლ.), თორნიკე დანელიასა(მე-7 კლ.) და ვახტანგ ლემონჯავას(მე-9 კლ.).
Genius ოლიმპიადის მედლები და ჯილდოები ერთ-ერთი ყველაზე აღიარებულია მსოფლიოში.
ასევე, პირველად საქართველოდან, „ევროპული სკოლის“ MYP პროგრამის მოსწავლეებმა სერაფიმა პატარკაციშვილმა, საბა რობაქიძემ, გიორგი ხარჩილავამ, ანდრიუს დრანსეიკამ, ნიკოლას ბაბიკმა, ისგანდარ მამადლიმ და ისმაილ მამადლიმ მონაწილეობა მიიღეს სინგაპურის StemCo ოლიმპიადის გლობალურ რაუნდში. StemCo პრესტიჟული კონკურსია, რომელშიც 12 ქვეყნის 50 სკოლის 150-ზე მეტი მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ