გურამ მაჭარაშვილი – ვაშაძე რომ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს კობახიძეს გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფა მიყენა აუტისტურ სპექტრს, რისთვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი

ვაშაძე რომ შეურაცხყოფას ვერ მიაყენებს კობახიძეს გასაგებია, მაგრამ შეურაცხყოფა მიყენა აუტისტურ სპექტრს, რისთვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის „აუტისტად“ მოხსენიებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გიორგი ვაშაძეს კომპლექსები აქვს.
„მე პირადად მივესალმები, რომ ვაშაძე იყოს გაერთიანებული ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი, იმიტომ, რომ ყველამ კარგად ვიცით მისი რესურსი და მისი მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებაში. ის გახდება გაერთიანებული ოპოზიციის სახე. სახე ნგრევის, შეურაცხყოფის, უტიფრობის და ა.შ. მივესალმები, თუ ის იქნება გაერთიანებული ოპოზიციის პირველი ნომერი,” – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”