თამარ ბახტაძემ მუშაობა McKinsey & Company-ის დუბაის ოფისში დაიწყო

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულმა თამარ ბახტაძემ მუშაობა McKinsey & Company-ის დუბაის ოფისში დაიწყო. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, თამარმა საკუთარი კარიერა აუდიტორულ კომპანია EY-ში დაიწყო, საიდანაც სამუშაოდ ჯერ საქართველოს ბანკში გადავიდა ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში, გარკვეული პერიოდის შემდგომ კი კაპიტალის საინვესტიციო საბანკო საქმიანობის გუნდს შეუერთდა.
კარიერის ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა სწავლის სამაგისტრო პროგრამაზე გაგრძელება ევროპის რომელიმე ბიზნეს სკოლაში. საბოლოოდ, კი არჩევანი საფრანგეთში, INSEAD-ის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე შეაჩერა.
სწორედ ამ პროგრამაზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე თამარმა კარიერის საკონსულტაციო სფეროში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და McKinsey & Company აღმოჩნდა მისთვის მისაღები პირობებით.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ცინიზმია, როდესაც შვედეთის საელჩო ამბობს, რომ კანონი, რომელიც უნდა მიიღონ, ექსტრემიზმისა და საბოტაჟის დაფინანსების აკრძალვაზეა – როდესაც საელჩო თავად იზიარებს ექსტრემიზმის წახალისებას, საუბარი, თითქოს სხვა განზრახვები აქვთ, არასერიოზულია

შალვა პაპუაშვილი ჰერჩინსკისადმი წერილზე – პასუხი ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელია, რომ ევროკავშირიდან და ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება და ეს არის წითელი ხაზი, რომლისგანაც ყველა უნდა გამოფხიზლდეს