„რუსეთში არსებული დასავლური აქტივების და ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა, დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომის სახით იყოს გამოყენებული“- მარია ზახაროვა

„რუსეთში არსებული დასავლური აქტივების და ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, შესაძლოა, დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომის სახით იყოს გამოყენებული“-
ს ტერიტორიაზე დასავლური აქტივების და ქონების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც, შესაძლოა, საპასუხო ზომად იყოს გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რუსულ აქტივებს გამოიყენებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში დასავლური აქტივები და ქონებაა, რომელიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. ეს ყველაფერი, შესაძლოა, დაექვემდებაროს რუსეთის საპასუხო პოლიტიკას და საპასუხო ქმედებებს. რა თქმა უნდა, არავინ გაგიმხელთ ამ საპასუხო ქმედებების დეტალებს. მაგრამ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრზომების არსენალი ფართოა“, – განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.
„დიდ შვიდეულის“ ჯგუფის ლიდერები გასულ კვირას იტალიაში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ, რომ დასავლეთში გაყინულ რუსულ აქტივებს ს სესხის სახით გადასცემენ.
1tv.ge