სალონიკში კატის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთში, სალონიკში, კატის მკვლელობის ბრალდებით ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საჩივარი გუშინ, 18 ივნისს, თვითმხილველმა ახალგაზრდამ შეიტანა. საჩივრის შემდეგ, ქართველი პოლიციის განყოფილებაში, სადაც პროკურორის ბრძანებით დააკავეს, ნებაყოფლობით მივიდა.
33 წლის კაცის წინააღმდეგ ცხოველებზე ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ის გასასამართლებლად თესალონიკის ერთწევრიან სასჯელაღსრულების სასამართლოს გადაეცა.