18 ივნისს საქართველოსა და თურქეთის მატჩის მსვლელობისას, რუსულ ტელეარხ Матч ТВ-ს ეთერში, მოხვდა ეპიზოდი, რომელშიც ქართველი გულშემატკივრები “პუტინ ხუილოს” სკანდირებენ.
კრემლის პროპაგანდისტისა და ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერის, თინა კანდელაკის აზრით, ეს მორიგი პროვოკაცია იყო, რომლის უკანაც ქართული ოპოზიცია და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები დგანან.
“გუშინ თურქეთისა და საქართველოს თამაშის ჩვენებისას, ტელეარხ Матч ТВ-ს ეთერში, ტრიბუნებიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიმართ შეურაცხყოფები გაისმა.
ქართველი ექსტრემისტების მხრიდან ახალს არაფერი ხდება. ჩვენ უკვე ვიხილეთ ქართული არხის მხრიდან შეურაცხყოფა და გვახსოვს როგორ დაამთავრა იმ ჟურნალისტმა (იგულისხმება გიორგი გაბუნია). ახლა ის აღარსად ჩანს, მან მხოლოდ ვლდიმირ პუტინისთვის შეურაცხყოფის მიყენებით გაითქვა სახელი.
ახლა მეორე პროვოკაციასთან გვაქვს საქმე. აქაც გასაგებია, ეს აქცია უკავშირდება იმას, რომ საქართველოს კატეგორიულად არ სურს ამერიკის ჭკუაზე სიარული. და რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ხდება ქართულ პოლიტიკაში, ვაშინგტონისგან წინააღმდეგობას იღებს. ამიტომ რჩება ერთადერთი გზა – ჩაიდინო უხეში პროვოკაცია და შეურაცხყოფა მიაყენო რუსეთის პრეზიდენტს. სიბინძურე და უხამსობაა, არც ადრე იმუშავა და არც ახლა იმუშავებს. მაგრამ (ქართველი) ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც პარლამეტში ჩხუბს აწყობენ, სიველურეს სიმამაცის მაღალ გამოვლენად მიიჩნევენ.
როგორც ქართველი ქართველებს გეტყვით. ყველა, ვინც ამ აქციებს უწევს ორგანიზებას, ყველა ვინც მონაწილეობს და რამე შეხება აქვს ამ აქციებთან არის სულელი ცხვარი, რომელიც სასაკლაოზე მიჰყავთ. როგორც აქამდე არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, ახლაც ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები საზარბაზნე ხორცად გიყენებენ და გადარჩენის გზას გიჭრიან. მაგრამ, მადლობა ღმერთს ვერაფერს იზამთ, იმიტომ რომ გონება ყოველთვის ამარცხებს სიბნელეს”. – წერს კანდელაკი Telegram-ში.
