ქართული ოცნება აღრმავებს კავშირებს არაკეთილმოსურნეებთან და ამერიკისგან დისტანცირდება, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი გულდაწყვეტა და კრიტიკული დამოკიდებულებაა ამ განცხადებებში სწორედ იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ ამ ვითარებამდე მიიყვანა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. საუბარია დახმარების გადახედვაზე, სანქციებზე, ასევე არაკეთილმოსურნეებთან კავშირების გაღრმავებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დისტანცირებაზე, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აშშ-ს ელჩის განცხადებას გამოეხმაურა.
აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე ისაუბრა და თქვა, რომ “რთულია ძლიერი პარტნიორობის გაგრძელება […], თუ ხელისუფლება მტრად განგვიხილავს და საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წევრი გაკეთებულ ზოგიერთ განცხადებაში გვახასიათებს ჩვენ და ევროკავშირს როგორც მტერს”.
